საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობით იურიდიულ ფაკულტეტზე გადმომსვლელ სტუდენტთა საყურადღებოდ!

სამართლის საბაკალავრი პროგრამა - 30 ვაკანტური ადგილი;

 

შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლების მქონე პირი

 

  • შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება აქვს თსუ-ს სტუდენტს.
  • შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება აქვს სტუდენტს იმ შემთხვევაშიც, როცა მას შიდა მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის მომენტისათვის შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი.
  • სამჯერ ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში კრედიტის ვერმიღების გამო სტუდენტის მიმართ სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ რექტორის ბრძანების გამოცემამდე, მობილობა შესაძლებელია მხოლოდ იმ პროგრამაზე, რომელზეც ხსენებული კურსი სავალდებულო სასწავლო დისციპლინას არ წარმოადგენს ან არ წარმოადგენდა

 

შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვა

 

  • შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა სწავლების ერთი სემესტრის შემდეგ. სწავლების პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაში პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი.
  • შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება ეზღუდება დამატებითი სემესტრის სტუდენტს.

 

თსუ–ის რექტორის 18.01.2024 წლის N11/01-01 ბრძანების თანახმად განისაზღვრა 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის შიდა მობილობის ვადები:

 

პროცედურული ვადები:

 

  1. შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა 8 - 14 თებერვალი.
  2. შიდა მობილობის შედეგების ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნება - 15 თებერვალი.
  3. საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სტუდენტებისათვის კრედიტების აღიარება -16 -20 თებერვალი.
  4. საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველებთან ხელშეკრულების გაფორმება - 21-22 თებერვალი.

 

შიდა მობილობის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის პროცედურა

uni.tsu.ge

 

  • სტუდენტი შიდა მობილობის მსურველის სტატუსს მოიპოვებს ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციით.
  • სტუდენტი უფლებამოსილია აირჩიოს არა უმეტეს 5 საგანმანათლებლო პროგრამა. რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაციისას იგი ვალდებულია განსაზღვროს მათი პრიორიტეტულობა.

 

სტუდენტი, რომელმაც მოიპოვა საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის უფლება, უფლებამოსილია მიმართოს საგანმანათლებლო ერთეულს შეთანხმების ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე - 21-22 თებერვალი;

შიდა მობილობის მსურველი, რომელიც რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადაში არ მიმართავს ფაკულტეტს და არ გააფორმებს ხელშეკრულებას, კარგავს აღნიშნულ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის უფლებას.

 

გისურვებთ წარმატებებს!

თარიღი: 05/02/2024